თავში

წლის ბოლომდე ვაქცინების 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ - ღარიბაშვილი

წლის ბოლომდე ვაქცინების 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ - ღარიბაშვილი
წლის ბოლომდე ვაქცინების 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ - ღარიბაშვილი

მე პირადად მქონდა „ფაიზერის“ პრეზიდენტთან საუბარი და მიმოწერა. ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას მილიონი დოზის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "ფაიზერთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, თანხა გადახდილია და ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდება ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყება.

"ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ვაქცინების დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული სამიზნე – ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი სრულად აიცრას წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებით, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას. ასევე, მე მქონდა პირადად "ფაიზერის" პრეზიდენტთან უშუალოდ საუბარი და მიმოწერა, რის შედეგადაც ჩვენ წლის ბოლომდე 4 მლნ დოზის სრულად გამოყენებას შევძლებთ.

აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system