თავში

წმ. სინოდის სხდომის თარიღი ცნობილია - საპატრიარქოს განცხადება

წმ. სინოდის სხდომის თარიღი ცნობილია - საპატრიარქოს განცხადება
წმ. სინოდის სხდომის თარიღი ცნობილია - საპატრიარქოს განცხადება

წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. სინოდის სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოში ცოტა ხნის გაკეთდა.

გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ, მეუფე იაკობი და მის მიერ გაკეთებული განცხადებებია. რამდენადაც ცნობილია, წმ. სინოდის სხდომას, მეუფე იაკობიც დაესწრება.

„რა თქმა უნდა, მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. გადადგომამადე მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

საეკლესიო წესის მიხედვით, წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს. თუმცა ერთი წლის განმავლობაში წმინდა სინოდის სხდომა პირველად შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system