თავში

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორად ირაკლი ბრაჭული დაინიშნა

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორად ირაკლი ბრაჭული დაინიშნა
წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორად ირაკლი ბრაჭული დაინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

"ბატონმა ირაკლიმ პროფესიული საქმიანობა 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო. 

მისი პროფესიული წინსვლა, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც იგი, წლების მანძილზე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და მრავალი საინტერესო პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. 

იგი 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, ოთხი მონოგრაფიის და 6 სახელმძღვანელოს ავტორია.

პროფესორი ირაკლი ბრაჭული 2008 წლიდან დღემდე იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წევრია.

ვულოცავთ ბატონ ირაკლის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად დანიშვნას.

ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system