თავში

წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში წელსაც მიიტანენ

წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში წელსაც მიიტანენ
წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში წელსაც მიიტანენ

წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში "პილიგრიმ ტურსის" დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა განუცხადა. ის ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება. 

წმინდა ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს. 

"განგებამ წელს სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვისხდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედაეკლესიას, ყველას", - თქვა გემაზაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, 23:15 საათზე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება. მას საქართველოს მოქალაქეებიც ჩამოჰყვებიან, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან. 

"რამდენი ადამიანიც ჩაეტევა თვითმფინავში, იმდენ თანამემამულეს წამოვიყვანთ", - თქვა გემაზაშვილმა. 

სასულიერო პირები აეროპორტიდან პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მივლენ და წმინდა ცეცხლს მიიტანენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system