თავში

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა Report.ge-ს განუცხადა. 

ანა ჯაბაურის თქმით, მომდევნო 2 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამკურნალო პროცედურებია დაგეგმილი, რის შემდეგაც ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. 

"ცოტნეს მდგომარეობა ნელნელა, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. უნარებსაც ყოველდღიურად აუმჯობესებს. პრობლემების ერთი ნაწილი  მოვაგვარეთ, თუმცა უახლოესი ორი თვის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი სამკურნალო პროცედურაა დაგეგმილი, რომლის შემდეგაც უფრო მკვეთრ წინსვლას ველით. ცოტნეს პროფესორები ცალსახად კმაყოფილები არიან მიმდინარე შედეგებით და ბევრად უფრო მნიშვნელოვან შედეგებს ელიან", - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს კი, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს 4 წლით, ხოლო, კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თურქეთში გადაიყვანეს და გერმანიაში გამგზავრებამდე იქ მკურნალობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system