თავში

ცნობილია, როდის შემოვა "ფაიზერის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოში

ცნობილია, როდის შემოვა "ფაიზერის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოში
ცნობილია, როდის შემოვა ფაიზერის ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოში ივლისის ბოლოს შემოვა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის შესანახად შესაბამისი ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც მოეწყობა.

"ფაიზერმა" შენახვის პირობების რეკომენდაცია შეცვალა. თუ შეიძლებოდა გამოლღობის შემდეგ მხოლოდ 5 დღით ამ ვაქცინის შენახვა 2-8 გრადუსის ტემპერატურაზე, დღეს ეს გახანგრძლივებულია 30 გრადუსამდე. ლოჯისტიკის აწყობა თავისუფლად შესაძლებელია და სპეციალურ პროგრამაზე უკვე ვმუშაობთ, რომ "ფაიზერის" მილიონ დოზას, რომელიც მესამე კვარტალში უნდა ჩამოვიდეს, ქვეყანა სრულად მომზადებული შეხვდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, "ფაიზერი" ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system