თავში

ცნობილია, ვინ მოიგო 10 ათასი ლარი ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში - PHOTO

ცნობილია, ვინ მოიგო 10 ათასი ლარი ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში - PHOTO
ცნობილია, ვინ მოიგო 10 ათასი ლარი ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში - PHOTO

დღეს პირველად, ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში "აიცერი და მოიგე" ყოველკვირეული გათამაშება გაიმართა.

გათამაშდა 10 000, 5000, 1500 და 1000-ლარიანი ფულადი პრიზები.

10 000 ლარის პირველი მოგებული ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში მცოვრები, 72 წლის პენსიონერია.

ნიკოლოზ რეხვიაშვილმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის "სინოფარმის" პირველი დოზა სულ რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. 

"ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია, ეს ჩემი პირველი მოგებაა და სიმართლე გითხრათ შოკირებული ვარ, პირველი აცრა სამი დღის წინ გავიკეთე, დღეს ლატარიის კომპანიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 10 000 ლარი მოვიგე. უზომოდ გახარებული ვარ. მოგებული თანხით რემონტს გავაკეთებ და თუ ფული დამრჩება, ჩემს წიგნს გამოვცემ, დიდი ხანია დაწერილი მაქვს და უსახსრობის გამო ვერ ვახერხებდი დაბეჭდვას", - ამბობს პოეტი ნიკოლოზ რეხვიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system