თავში

ცნობილია, კიდევ ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას

ცნობილია, კიდევ ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას
ცნობილია, კიდევ ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას

მთავრობის მიერ გამოყოფილ ერთჯერად, 200- ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. 

როგორც report.ge-ს ჯანდაცვის სამინსიტროში განუმარტეს, 0-17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1 დეკემბრამდეა, შესაბამისად, დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომელიც 1 დეკემბრამდე დაიბადება. 

ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე 15 აგვისტოდან დაიწყო ელექტრონული რეგისტრაცია. პარალელურად, მოქალაქეებს, თუ ელექტრონულ პორტალზე ვერ შეძლებენ რეგისტრაციას, შეუძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობებს, იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებსა და "ლიბერთი ბანკის" ფილიალებს" მიმართონ. 

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system