თავში

ცნობილია, როდის და რა ფორმით განახლდება სასწავლო წელი

ცნობილია, როდის და რა ფორმით განახლდება სასწავლო წელი
ცნობილია, როდის და რა ფორმით განახლდება სასწავლო წელი

 სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.

„დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც.დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system