თავში

ცნობილია, როდის დაბრუნდებიან სტუდენტები აუდიტორიებში - მინისტრის განცხადება

ცნობილია, როდის დაბრუნდებიან სტუდენტები აუდიტორიებში - მინისტრის განცხადება
ცნობილია, როდის დაბრუნდებიან სტუდენტები აუდიტორიებში - მინისტრის განცხადება

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გამოკლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, 19 ოქტომბერს სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ პროფესიული სასწავლებლებიც.

„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსტიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

მან საზოგადოებას წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა. 

"კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system