თავში

ცნობილია, როდის გამოცხადდება შეზღუდვები

ცნობილია, როდის გამოცხადდება შეზღუდვები
ცნობილია, როდის გამოცხადდება შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ორი ვერსია აქვს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ხვალ გახდება ცნობილი. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეზღუდვების გამკაცრებისთანავე მყისიერ ეფექტს არ ელოდებიან და შედეგი, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება. 

"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სხვა სფეროს წარმომადგენელთან. ჩვენ გვაქვს ორი ვერისა, თუ რა ფორმატში შეიძლება დაწესდეს ახალი შეზღუდვები და ამ შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დამატებით ხვალ გახდება ცნობილი. 

თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგები თავის მხრივ, სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მთავრობას. 

ჩვენ ამ შეზღუდვების შემდეგ მყისიერად არ ველოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, დაახლოებით 2 კვირის ინტერვალით უნდა დავაკვირდეთ კლების პროცენტს და ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი. 2-კვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ ჩვენ შეიძლება მივიღოთ მეტად მკაცრი შეზღუდვები, ან პირიქით, შევამსუბუქოთ და ეკონომიკური საქმიანობისთვის მეტად მოქნილი გრაფიკი იყოს შეთავაზებული" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system