თავში

ცნობილია, რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში კვირის ბოლოს

ცნობილია, რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში კვირის ბოლოს
ცნობილია, რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში კვირის ბოლოს

პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა. 

ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-ის დოზების დაჩქარებით შემოტანის შესახებ.

„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა - 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან. შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system