თავში

ცნობილია, სად დაფიქსირდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა

ცნობილია, სად დაფიქსირდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა
ცნობილია, სად დაფიქსირდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან 12 კვლავ მესტიაში დაფიქსირდა. ინფორმაცია report.ge-ს მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაუდასტურა.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ტესტირება.

„დღევანდელი 14 ახალი შემთხვევიდან, 12 ჩვენთან, მესტიაში დაფიქსრიდა. ადგილზე ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს და ტესტების აღება მიმდინარეობს. დღეს უშგულში ეპიდემიოლოგების 2 ჯგუფი ავა და იქაც დაიწყება ტესტების აღება“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 708 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system