თავში

ცნობილია, ვინ აიცრება ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით პირველად

ცნობილია, ვინ აიცრება ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით პირველად
ცნობილია, ვინ აიცრება ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით პირველად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის შემდეგ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება. 

„ყველაზე მაღალი რისკჯგუფი არის სამედიცინო პერსონალი, ამიტომ პირველ რიგში აიცრებიან ექიმები. მეორე რისკჯგუფი იქნება უფრო ხანდაზმულები და ისინი, ვისაც სხვა თანხმლები დაავადებები აქვთ: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის ავადმყოფობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ა.შ. დანარჩენი იქნება კიდევ განხილული, როგორიც არის მოხუცთა სახლები და ა.შ“,- განმარტავს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system