თავში

ცნობილია, რომელ კლინიკაში გადაიყვანეს მამუკა ხაზარაძე

ცნობილია, რომელ კლინიკაში გადაიყვანეს მამუკა ხაზარაძე
ცნობილია, რომელ კლინიკაში გადაიყვანეს მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძნობს მკურნალობას, - ამის შესახებ Report.ge-ს "ლელოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა სტაბილურია და ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერს მხოლოდ მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება, რაც მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა.

ცნობითვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. 

დღეს კი მამუკა ხაზარაძეს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რის გამოც, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა,რომ ის სამკურნალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გადადის, რასაც სოციალური ქსელში ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ, რომ კლინიკაში "პრივილეგირებული" პაციენტებისთვის ადგილი მოიძებნა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოც. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მათთვის პრივილეგირებული პაციენტები არ არსებობენ და ამ ეტაპისთვის კლინიკაში ყველა ადგილი დაკავებულია და პაციენტებს ვერ იღებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system