თავში

ცნობილია, შეჩერდება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია

ცნობილია, შეჩერდება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია
ცნობილია, შეჩერდება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა. როგორც  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გაგრძელდება. 

,,რამდენიმე წუთის წინ, ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ  შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცოტა ხნის წინ, ევროპულმა მარეგულირებელმა ,,ასტრაზენეკას" უსაფრთხოება დაადასტურა.

ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა ,,იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედდის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია გახდა.

27 წლის მეგი ბარბაქაძე პირველ საუნივირსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system