თავში

ცოფი ქობულეთის კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა

ცოფი ქობულეთის კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა
ცოფი ქობულეთის კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა

ცოფის შემთხვევები ქობულეთის კიდევ ორ სოფელში - წყავროკაში და ცხრაფონაში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოფით ინფიცირებულმა ტურამ ძაღლი დაკბინა. 

როგორც ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ report.ge-სთან საუბარში განაცხადა, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოდან ელოდებიან პასუხს, რათა გატარდეს დამატებითი ღონისძიებები.

"ჯიხანჯურში იყო თავიდან, ახლა არის ცხრაფონაში ერთი შემთხვევა და ერთი წყავროკაში. დაკბენილ ძაღლებს შესაბამისი ანალიზის შედეგად აღმოაჩნდათ ცოფის ინფექცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან პასუხს ველოდებით და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მდგომარეობა არის სტაბილური, ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობაში არ არის გავრცელებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხის საფუძველზე, შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ორი-სამი კილომეტრის რადიუსში ყველა შინაური ცხოველის იძულებით ვაქცინაციას, ასევე, დეზინფექციას სადგომებში",- განაცხადა მირიან ქათამაძემ report.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის,პირველად  ცოფის შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system