თავში

ცოლ-ქმრული ურთიერთობა ეკლესიაში მოსვლის შემდეგ არ მქონია - მეუფე პეტრე

ცოლ-ქმრული ურთიერთობა ეკლესიაში მოსვლის
ცოლ-ქმრული ურთიერთობა ეკლესიაში მოსვლის შემდეგ არ მქონია - მეუფე პეტრე

მეუფე პეტრეს განცხადებით, ბიოლოგიური შვილი მხოლოდ ცოლ-ქმრული ურთიერთობით ჩნდება და ეს ურთიერთობა მას ეკლესიაში მოსვლის შემდეგ არ ჰქონია. 

როგორც მეუფე აცხადებს, მას ეს აღთქმა დღემდე პატიოსნად აქვს შენახული და უფალს შესთხოვს, რომ ეს აღთქმა ბოლომდე დაიცვას. 

"სულიერი შვილი მყავს ძალიან ბევრი, ბიოლოგიური შვილი ვიცი, რომ ჩნდება მხოლოდ ცოლ-ქმრული ურთიერთობით, ეს ურთიერთობა მე არ მქონია რაც ეკლესიაში მოვედი და პირველი აღსარება ვთქვი, ეს ურთიერთობა არ მქონია რაც ბერული აღთქმა დავდე სოფელ სნოს წმინდა გიორგის ეკლესიაში, ღმერთს მადლობა, რომ ეს აღთქმა შემანახვინა დღემდე პატიოსნად და შევთხოვ უფალს, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რომ ეს აღთქმა ბოლომდე დავიცვა" - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ცნობისთვის, მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან მივიდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ  პეტრე ცაავას მომხრეების თქმით, მიტროპოლიტმა პეტრემ, მეუფე პეტრე უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშაულა. მიტროპოლიტ სტეფანეს საპასუხოდ, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მზად არის დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system