თავში

ცოტა მეტი გადავიხადეთ და ვაქცინის არჩევას შევძლებთ - გამყრელიძე

ცოტა მეტი გადავიხადეთ და ვაქცინის არჩევას შევძლებთ - გამყრელიძე
ცოტა მეტი გადავიხადეთ და ვაქცინის არჩევას შევძლებთ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ დამატებით თანხა გადაიხადა იმ პირობით, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს. 

ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ქვეყანა რამდენიმე კომპანიასთან პირდაპირ შესყიდვებზეც მუშაობს. 

მისი თქმით, საქართველო კოვაქს-პლატფორმასთან თანამშრომლობს, რომელიც 2021 წლისთვის სხვადასხვა ვაქცინის მილიარდობით დოზას შეიძენს.

„სხვათა შორის, კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან. ჩვენ რომ გადავიხადეთ 4,5 მილიონი წინასწარი შენატანით, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ რასაც გიკარნახებენ ის კი არ შემოიტანო, ანუ შენ შეარჩიო ვაქცინა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩემი გადასახედიდან სადღაც მარტი-აპრილისთვის. მაგრამ, ამავე დროს დავალება არის საკოორდინაციო საბჭოსი და ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა კოვაქს-პლატფორმისა რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა Astra Zeneka-სთან და ოქსფორდის ვაქცინასთან პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პროცესში საქართველოს საელჩოებიც არიან ჩართულნი.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 135 584-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 937 პაციენტი და საერთო რაოდენობა 113 986-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system