თავში

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა
ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. ის საოპერაიოდან უკვე გამოიყვანეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ჭრილობები გულ-მკერდის და ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. 

"პაციენტს აღენიშნება პოლიტრავმა, მრავლობითი დაზიანებები, დაზიანებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარი, აღენიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობები, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები. მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით. აღენიშნება ზურგის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, თავის მიდამოში თხემზე ოთხი ჭრილობა, ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები,"-განაცხადა მკურნალმა ექიმმა. 

მისივე იფორმაციით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას დამატებით ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს, რაც კომპიუტერული კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყდება.

ცოტნე გამსახურდია რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. შემთხვევა ვერაზე მოხდა. როგორც შსს-დან report.ge-ს აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system