თავში

წყალდიდობა ბათუმში - დატბორილია კერძო და კომერციული ფართები

წყალდიდობა ბათუმში - დატბორილია კერძო და კომერციული ფართები
წყალდიდობა ბათუმში - დატბორილია კერძო და კომერციული ფართები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ათამდე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა ე.წ. ჭაობის დასახლებაში არაერთი  კერძო და კომერციული ფართი დააზიანა. დატბორილია სახლების პირველი სართულები.

სტიქიის შედეგად დაიტბორა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწისქვეშა სართული, სადაც სამედიცინო ინვენტარია განთავსებული.

"სტიქიის შედეგად ქალაქის გარკვეულ უბნებზე გარკვეული ტიპის პრობლემები შეიქმნა. მობილიზებულია შპს "ბათუმის წყალის" დანაყოფები, სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად ვახდენთ ამოტუმბვით სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციაზე. მოცემულ მომენტში რესპუბლიკურ საავადმყოფოში 0 სართული დაიტბოდა და ვახდენთ ამოტუმბვას,"- აცხადებს შპს "ბათუმის წყლის" დირექტორი ლევან დავითაძე.

უხვი ნალექის გამო საერთაშორისო რეისი ვერ მიიღო ბათუმის აეროპორტმა და რეისი თბილისში გადამისამართდა. 

ამ დროისთვის ბათუმში ნალექის ინტესივობამ იკლო და ქალაქში საავტომობილო მოძრაობა აღდგა. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქს მსგავსი პრობლემები აღარ შეექმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system