თავში

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება 12 საათით შეწყდება.

"26 ნოემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 26 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 27 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, დადიანის, ჟღენტის და თამარაშვილის ქუჩების ნაწილს; მესხის, ჩხიკვაძის, ქებურიას, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ურიდიას, უიარაღოს, კეკელიძის, ნოსტეს, კაჭრეთის, წაღვერის, ასათიანის, ღუდუშაურის, მელაანის, კოდალოს, კისისხევის, ინანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system