თავში

წყალი 9 ივლისამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი 9 ივლისამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
წყალი 9 ივლისამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება თითქმის, 26 საათით შეუწყდება.

ხოლო, წყნეთს, წავკისს, წავკისის ველს, ტაბახმელას, შინდისს, კიკეთს, კოჯორს. ბეთანიას, ახალდაბასა და კვესეთს წყალმომარაგება 7 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის დილის 08:00 საათამდე შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

"7 ივლისს, ჯივიპი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ბაგების სატუმბო სადგურში ახალი ტუმბო-აგრეგატების დამონტაჟებას იწყებს.

აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში 7 ივლისს საღამოს 22:00 საათიდან დაიწყება და 8 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება. შედეგად, ბაგების სატუმბო სადგურს ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაემატება, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

სამუშაოების მიმდინარეობის დროს აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცვლა, რის გამოც, 7 ივლისს 22:00 საათიდან 8 ივლისის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

პეტრე ქავთარაძის N 32-42(ლუწებს); N15-27(კენტებს); ნუცუბიძის N131-179(კენტებს); N80-86(ლუწებს); მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N 9,14,15,8ა,10,11,12,13,16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზ. N75,77,79; N72-80; თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს ვაჟას მე-7 კვარტლის N 25 კორპ, ჟღენტის N 2 , ბედიას ქ. N 1,2,3-ს, უნივერსიტეტის, ნაფეტვრების გზის ქუჩას, ფხაკაძის, ბაგების კორპუსებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, ბაგების დასახლებას, კაკლების დასახლებას მთლიანად, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობის, უჩანეიშვილის, ჭავჭავაძის N 39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82,83, 84, თამარაშვილის N 1, 3, 4, 5, 7, 9,2ა ,2, 4ა ; გ.წერეთლის, ლეჟავას, სულიკო ხაბეიშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირს, ციციშვილის ქ თავის შესახვევებით, წყნეთის გზატკეცილს შესახვევებით გასავალით და ჩიხებით ,უჩანეიშვილის 2 შესახვევს , უჩანეიშვილის 1 გასავალი, საკანდელიძის, დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის ქუჩებს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ზედა ზონებს - წყნეთს, წავკისს, წავკისის ველს, ტაბახმელას, შინდისს, კიკეთს, კოჯორს. ბეთანიას, ახალდაბასა და კვესეთს წყალმომარაგება შეეზღუდება 7 ივლისს 22:00 საათიდან 9 ივლისის დილის 08:00 საათამდე.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის წყალი მიიღოს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system