თავში

წყალი ხვალ დილამდე შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალი ხვალ დილამდე შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
წყალი ხვალ დილამდე შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის საფილტრე სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამგორის საფილტრე სადგურზე ტექნიკური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც, 12 ოქტომბერს საღამოს 21:00 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში

ლილოს დასახლების I და II მკ/რ, I, IV, V კვარტლებს, II კვარტლის N1-8, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლებას, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, სოფ.დიდ ლილოს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, სოფ. ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დასახლებას. ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, თრიალეთის, აბაშვილის, აბაშვილის ქუჩაზე სამხედრო დასახლების კორპუსებს, კალოუბნის, აეროდრომის დასახლების N 7, 9, 11, 12, 13, 14 ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N 65-87 (კენტებს), ქიზიყის N 19-33 (კენტებს), N 12-22 (ლუწებს), სამხედრო დასახლების II ქუჩას, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის N 16, 50ა, 50ბ ქუჩებს, ჯავახეთის II და III შეს, თვალჭრელიძის ქ.N2-ში სავაჭრო ცენტრს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system