თავში

წყალმომარაგების შეზღუდვა - GWP ინფორმაციას ავრცელებს

წყალმომარაგების შეზღუდვა - GWP ინფორმაციას ავრცელებს
წყალმომარაგების შეზღუდვა - GWP ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების სისტემის მთავარ სატუმბო სადგურებს ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების აბონენტების ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„დღეს, 14 ივნისს, 14:15 საათზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების სისტემის მთავარ სატუმბო სადგურებს ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების აბონენტების ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15 ივნისს 23:00 საათიდან 16 ივნისის 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

თემქის მე-3 მ/რ-ს კვარტლებს, გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის N 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა.

გლდანის რაიონში:

ავჭალა 1-ში(მუხიანის სამხედრო დასახლება): გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system