თავში

წყალტუბოში დევნილ ოჯახებს განსახლების პირობები გააცნეს

წყალტუბოში დევნილ ოჯახებს განსახლების პირობები გააცნეს
წყალტუბოში დევნილ ოჯახებს განსახლების პირობები გააცნეს

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმების შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სახელმწიფოს წარმომადგენლები შეხვდნენ და განსახლების პირობები გააცნეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი იძულებით გადაადგილებული პირების შეკითხვებს პასუხობდნენ. ისინი სანატორიუმ "გეოლოგის" შენობიდან ახალაშენებულ კორპუსებში უპირობო გადაყვანას ითხოვენ.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ნაწილდება და განაცხადების შევსება 17 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, წყალტუბოში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს კრიტერიუმების მიხედვით დამატებითი ქულა მიენიჭებათ. ავარიული ობიექტებისა და მათ შორის წყალტუბოს სანატორიუმების დახურვა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტია, თუმცა, გასათვალისწინებელია იმ დევნილი ოჯახების საჭიროებებიც, რომლებსაც წლების განმავლობაში თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნდათ.

ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system