თავში

წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება

წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება
წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება

წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება. მშენებლობა დღეს მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მოინახულა. 

სამინისტროც ცნობით, წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.

წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ფილიალებიდან, რომლებიც 2021 წელს გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი. მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, გარდაბანში, ხაშურსა და სამტრედიაში.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ბოლნისისა და ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system