თავში

წყალტუბოში თეთრა მღვიმე გაიხსნა

წყალტუბოში თეთრა მღვიმე გაიხსნა
წყალტუბოში თეთრა მღვიმე გაიხსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თეთრა მღვიმე გაიხსნა. ეკოტურიზმის ობიექტი 30 000 წლის წინანდელ მღვიმეს, ბუნებრივ პირობებში ღვინის დასაძველებელ და სადეგუსტაციო სივრცეს მოიცავს. ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელი სეანსების მიღებაც შეეძლებათ.

"თეთრა მღვიმე ერთ-ერთია, რომელიც სწორედ კერძო ინიციატივით მოეწყო. ეს არის ახალი სიტყვა ეკოტურიზმში; აქ მოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ არა მარტო მღვიმე, არამედ დააგემოვნონ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

თეთრა მღვიმე ვიზიტორების მიღებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს.მღვიმეში  15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system