თავში

წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ის ტერორისტია - ნიკა გვარამია

წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ის ტერორისტია - ნიკა გვარამია
წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ის ტერორისტია - ნიკა გვარამია

დავით ხვიბლიანი ჯარისკაცია, ბიბლიოთეკარი თუ მეწისქვილე, საერთოდ არ მადარდებს. წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ტერორისტია. პირნათლად შევასრულე ჩემი სამოქალაქო ვალდებულება და პატრულს ვაცნობე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს. 

"აბა მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას?! პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ქონდეს ხვიბლიანზე, მით უფრო, როცა 20 ადამიანის სიცოცხლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს ამ ინფორმაციით.

რაც შეეხება ჩემ შინაგან რწმენას, მას როგორც ფაქტს, ვერ გავავრცელებ, მაგრამ როგორც მოსაზრებას - ცხადია კი. 

დარწმუნებული ვარ ხვიბლიანის თანამონაწილეობაში და ყველა ინდიკატორი ამას ამტკიცებს:

შიდა ვიდეო კადრები, სადაც ზედაპირზეა, რომ ფეიკ მძევალია და იქცევა, როგორც ოპერაციის ტვინი, არათუ უბრალო თანამონაწილე;

ჩემთან დარეკა საკუთარი ალიბის შესაქმნელად, და გვარი არაფრით არ მითხრა.

რა მოტივით დამალა გვარი მძევალმა? 

როგორ და რატომ წავიდა "სამავოლკაში" სენაკის მკაცრად რეგულირებული ბაზიდან?

ბანკში ქონდა საქმე და პრაქტიკულად დანაშაული ჩაიდინა ამის გამო? 

თან მაინცდამაინც ზუგდიდის ბანკში ქონდა საქმე და სენაკში ბანკები არაა?" - წერს გვარამია.

გავრცელებულ ინფორნაციას ხვიბლიანისა და დამნაშავის შესაძლო კავშირის შესახებ დღეს პირველად გამოეხმაურა თავად ბრალდებების ობიექტი.

ხვიბლიანმა აღნიშნულს სიცრუე და ცილისწამება უწოდა. ის ამბობს, რომ ამით შელახეს როგორც მისი პირადი ღირსება, ასევე მისი სამსახურისა და ყველა ჯარისკაცის. ხვიბლიანი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system