თავში

წყლის ხარისხი მობილური ლაბორატორიებით კონტროლდება

წყლის ხარისხი მობილური ლაბორატორიებით კონტროლდება
წყლის ხარისხი მობილური ლაბორატორიებით კონტროლდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წყლის ხარისხს სპეციალურად შემუშავებული გრაფიკით, რეგიონული მობილური ლაბორატორიების მეშვეობით აკონტროლებს.

როგორც report.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, საკონტროლო წერტილების შერჩევა და სინჯების აღება სათავეებზე, ცენტრალურ მაგისტრალსა და გამანაწილებელ ქსელზე ხორციელდება.  მათივე განმარტებით წყალი კონტროლდება ძირითადად იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც წყლის ქიმიურ უვნებლობას და ეპიდემიურ უსაფრთხოებას განაპირობებს. 

"საათობრივ რეჟიმში მიმდინარეობს ნარჩენი ქლორის კონტროლი სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებზე. კომპანია აღნიშნულ მონაცემებს აგროვებს, ამუშავებს და გადასცემს კომპანიის 24-საათიან ცხელ ხაზს. დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის“, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system