თავში

"წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავდა, ექიმს საერთოდ არ შეუხედავს" - 19 წლის გარდაცვლილი გოგოს დედა

"წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავდა, ექიმს საერთოდ არ შეუხედავს" - 19 წლის გარდაცვლილი გოგოს დედა
წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავდა, ექიმს საერთოდ არ შეუხედავს - 19 წლის გარდაცვლილი გოგოს დედა

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. 

დედის ინფორმაციით, დაინფიცირების შემდეგ 19 წლის თეკლა თორდია კოვიდსტატუმროში მოათავსეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის მიუხედავად, მისი გადაყვენა 6 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერც ერთ კოვიდმიმღებ კლინიკაში. 

მოგვიანებით ადგილი "გერმანულ ჰოსპიტალში" გათავისუფლდა, თუმცა 112-მა მისი ჰოსპიტალიზაცია დააგვიანა და კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო. 

"დახმარებაც კი ვერ აღმოუჩინეს ნორმალურად. დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, დიაბეტიანი ბავშვი მყავს, რისკი ჯგუფია, გეხვეწებით, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი. სასწრაფო რომ მოვიდა, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და ვირუსის დადასტურების შემდეგ ისევ სახლში დაგვაბრუნეს. კოვიდსასტუმროში როცა წაიყვანეს. რა უნდოდა კოვიდსასტუმროში, კლინიკა გვჭირდებოდა. სასტუმროში დამძიმდა, შაქარიც აეწია, იქ წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავდა. ექიმს საერთოდ არ შეუხედავს მისთვის. სასტუმროში ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო ვიღაც, იმ გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი ყოფილა, იმან დარეკა მერე და ხვეწნა-მუდარის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ დაგვიანებული იყო, რემდესივირზეც უარი გვითხრეს. უკუჩვენებებია ქვსო. დექსამეტაზონის გადასხმა დაუწყეს, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა, ბავშვი დიაბეტიანი იყო", - ამბობს გარდაცვლილის დედა, ირმა ხელაშვილი.

გერმანული ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ეკატრენიე ლორია ადასტურებს, რომ კლინიკაში შეყვანისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული და მას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდა. ექიმი ამბობს, რომ თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ გამწვავებული და მართვა მიმდინარეობდა არასწორად. 

"დაწყებული იყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. პაციენტი დესატურირდებოდა. შეფასებული იყო მისი მდგომარეობა კრიტიკულად. სიპაპ ვარჯიშების მიუხედავად არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი და გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჩვენთან რომ შემოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, ამას გიდასტურებთ კიდევ ერთხელ. თანმხლები დაავადება იყო ძალიან მძიმე, ეს თანხმლები დაავადება, რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად ნამართი, არ ვიცი თვითონ პაციენტის მიერ თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გეტყვით" - განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე ლორიამ. 

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალაის მხატვარ რატი თორდიას შვილი, თეკლა თორდიაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system