თავში

წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 12 თებერვალს თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, თბილისის მერიის მიერ, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 12 თებერვალს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა.

„ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით ახორციელებს შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი”.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 12 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 13 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას I და II კვარტალს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, გელოვანის, გამრეკელის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის, ასათიანის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის ლვოვის, ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ჩახავას, ზაქარიაძის, გურიელის, ნადარეიშვილის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: ფარნავაზის, როსტევანის II ჩიხს, ხატაეთის, შერმადინის, მიხეილ მესხის, კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში, ზაჰესში, მშვიდობის და აფხაიძის ქუჩებს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system