თავში

წყლის, საკვების და მედიკამენტების გარეშე ომანში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

წყლის, საკვების და მედიკამენტების გარეშე ომანში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ
წყლის, საკვების და მედიკამენტების გარეშე ომანში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ომანში მყოფი 15 ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. უკვე მესამე თვეა, მათ პორტში გაჩერებული გემის დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ. 

მეზღვაურები ამბობენ, რომ გემზე წყლის, საკვების და მედიკამენტების მარაგი ამოწურულია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნა სამშობლოში დროულად დაბრუნებაა. 

"გემზე არ არის არც საკვები, არც წყალი, აარც მედიკამენტები, ამის გამო 4 პიროვნებას დაგვჭირდა სამედიცინო დახმარება. გემზე დარჩენილია კიდევ 14 პირი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. პრობლემის შესახებ 25 დეკემბერს საელჩოს ვაცნობეთ. დაგვპირდნენ, რომ პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებდნენ, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხეს ჩვენი სახლში დაბრუნება"- აცხადებს მეზღვაური ზურა თურმანიძე. 

საზღვაო ტრანსპოროტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობენ, როგორც მეზღვაურებთან, ასევე, გემის მფლობელთან, ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში. 

ცნობისთვის, გემის ეკიპაჟი 24 წევრისგან შედგება, მათგან 15 საქართველოს მოქალაქეა, მათ  დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოართვეს პასპორტი და დოკუმენტაცია, რის გამოც ომანში გადაადგილების უფლებაც არ აქვთ. მიზეზი ტვირთის მფლობელსა და გადამიზადავ კომპანიებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system