თავში

წყნეთის გზატკეცილზე, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ხანძარია

წყნეთის გზატკეცილზე, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ხანძარია
წყნეთის გზატკეცილზე, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ხანძარია

ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე ერთ-ერთ კერძო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც report.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი "ახალი სკოლის" საქვაბეს მოედო.  ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 15 კვმ ფართი.

თვითმხილველების ინფორმაციით თავდაპირველად იყო აფეთქების ხმა, რასაც დაკვამლიანება მოჰყვა. ინციდენტის დროს სკოლის შენობაში უცხოელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომლებიც სკოლა პანსიონში ცხოვრობენ და სწავლობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სკოლაში ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system