თავში

წყვეტს თუ არა უფასო სასადილოები ფუნქციონირებას - განმარტება

წყვეტს თუ არა უფასო სასადილოები ფუნქციონირებას - განმარტება
წყვეტს თუ არა უფასო სასადილოები ფუნქციონირებას - განმარტება

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, არის მტკნარი სიცრუე. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი ფუნქციონირებს და ემსახურება ბენეფიციარებს. გარდა ამისა, ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას.

„ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ და ემსახურება იმ მიზანს, რომ პერიოდულად დავტესტოთ და გადავამოწმოთ სხვადასხვა პროდუქციის საბაზრო ფასები“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system