თავში

თსუ-მ 102 წლისთავი წიგნის პრეზენტაციით აღნიშნა

თსუ-მ 102 წლისთავი წიგნის პრეზენტაციით აღნიშნა
თსუ-მ 102 წლისთავი წიგნის პრეზენტაციით აღნიშნა

ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლისთავთან დაკავშირებით, წიგნის „უნივერსიტეტი“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. მასში მოთხრობილია კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დაარსებიდან დღემდე. ალბომში გამოყენებულია უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა. წიგნის ავტორი და შემდგენელი ზურაბ გაიპარაშვილია.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო. მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა. 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის დამფუძნებლების შთამომავლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას, რომელთაც ეს 100-წლიანი ისტორია შექმნეს.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. დაარსების დღიდან მას დაეკისრა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ სამეცნიერო მისია, რაც საზოგადოების განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system