თავში

თსუ-ს ლექტორის შეურაცხყოფისთვის სტუდენტი გარიცხეს

თსუ-ს ლექტორის შეურაცხყოფისთვის სტუდენტი გარიცხეს
თსუ-ს ლექტორის შეურაცხყოფისთვის სტუდენტი გარიცხეს

სტუდენტს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონლაინ ლექცია ჩაშალა და ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა სტატუსი შეუწყდა, - ამის შესახებ ინორმაცია report.ge-ს თსუ-ში დაუდასტურეს.

,,უნივერსიტეტში ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე სტუდენტს სტატუსი შეუწყდა. გადაწყვეტილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ მიიღო. ამასთან, თსუ-მ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 

შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც.

საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს. თსუ-ის 22 ათასამდე სტუდენტმა სწავლა დისტანციურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით 14 სექტემბერს დაიწყო."- აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system