თავში

ცუდ ამბავს ცუდი მოსდევს, ვალერიანის წვეთები უნდა დავლიო და დავიძინო - გვანცა დარასელიას ემოციური პოსტი

ცუდ ამბავს ცუდი მოსდევს, ვალერიანის წვეთები უნდა დავლიო და დავიძინო - გვანცა დარასელიას ემოციური პოსტი
ცუდ ამბავს ცუდი მოსდევს, ვალერიანის წვეთები უნდა დავლიო და დავიძინო  - გვანცა დარასელიას ემოციური პოსტი

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალური ქსელის "სთორიში" კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების შესახებ წერს და ამბობს, რომ დაიღალა.

„ვიცი, სთორებში ვერ ვარ აქტიური, ეტყობა, გადავიღალე, ცოტა დავისტრესე კიდეც. ცუდ ამბავს ცუდი ამბავი მოჰყვება და არაფრის განწყობა აღარაა ზოგჯერ. მთელი წელი რომ გულისფანცქალით ელოდება ერეკლე, დღეს ის ბანაკი საბოლოოდ გაუქმდა. პანდემია ისევ მძვინვარებს. მინდა, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, ხალხი ყოველდღიურად არ ღატაკდებოდეს, მინდა, რომ სრულ უიმედობაში არ ჩავვარდეთ, მინდა, რომ ყველა გადავრჩეთ!

მინდა, რომ ქუჩაში ერთმანეთს არ სცემდნენ! მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იარონ ბანაკში, სკოლაში, ბაღში, მინდა, რომ შემერგოს მთელი წლის ნანატრი შვებულება, მინდა, რომ ყოველწუთიერად აღარ გვეფიქრებოდეს უხილავ მტერზე! მინდა, რომ სულ ვიღიმოდეთ! მემგონი, მინდა კი არა, აუცილებელია, რომ ვალერიანის წვეთები დავლიო, დავიძინო და ხვალ კარგ ხასიათზე გავიღვიძო!“ – წერს გვანცა დარასელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system