თავში

წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორი მოხსნა და ლაბორანტად დანიშნა

წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორი მოხსნა და ლაბორანტად დანიშნა
წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორი მოხსნა და ლაბორანტად დანიშნა

თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნა. 

კიკნაძე ამბობს, რომ კულტურის მინისტრმა სამსახურიდან მისი გუნდის მიერ  მუზეუმიდან ექსპონატების უსაფრთხო გატანის გეგმის შემუშავების შემდეგ მოხსნა. კიკნაძე ამბობს, რომ გეგმა სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა წულუკიანს ის არ მოეწონა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მომზადებული აქვს რეაბილიტაციის გეგმა და ამ გეგმის მონაწილეები არიან ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ქვეყანაში ახალი სამუზეუმო სტანდარტი და ამის ნათელი მაგალითია ვანის, ბოლნისის, მესტიისა თუ, სხვა განახლებული მუზეუმები. თუ არსებობს ახალი ხედვა, ის უნდა იყოს უკეთესი და მას სიამოვნებით დაველოდებით“, - განაცხადა კიკნაძემ.

ეკა კიკნაძის განცხადებით, ის სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system