თავში

ხმაური საკრებულოსთან - ,,შეცვალე" აქციას მართავს - PHOTO

ხმაური საკრებულოსთან - ,,შეცვალე" აქციას მართავს - PHOTO
ხმაური საკრებულოსთან - ,,შეცვალე აქციას მართავს - PHOTO

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა “შეცვალეს“ წევრების საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები 24 იანვარს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის მიმართ დეპუტატების მხრიდან ფიზიკურ ძალადობას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობის კედლებზე იმ დეპუტატების ფოტოების გაკვრა სცადეს, რომლებიც ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეობდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს ფოტოების გაკვრის საშაულება არ მისცა.

საკრებულოსთან მიიტანეს ნაგვის ურნაც, რომელზეც იმ დეპუტატების ფოტოები დააკრეს, რომლებიც ინცინდენტში მონაწილეობდნენ. 

ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილმა სახის არეში დაზიანებები მიიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system