თავში

წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - მომდევნო დღეების ამინდი

წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - მომდევნო დღეების ამინდი
წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - მომდევნო დღეების ამინდი

11-12 აპრილს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.

თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. ღამით კი +4 გრადუსი იქნება. 

ბათუმში იწვიმებს, ტემპერატურა ღამით ღამით +8, დღისით კი +11 გრადუსი იქნება. ზუგდიდში ღამით +6, დღისით +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი. ქუთაისში ღამით +9, დღისით კი +13 გრადუსი და წვიმა იქნება.

თელავში ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +17 გრადუსი იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. +5 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხშიც, დღისით კი +18 და მშრალი ამინდია ნავარაუდევი. სიღნაღში ღამით +3, დღისით კი +16 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. 

მესტიაში იწვიმებს, ტემპერატურა ღამით +3 გრადუსი, დღისით კი +13 გრადუსი იქნება,  ცაგერში ასევე წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი, დღისით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. -2 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში ღამით, დღისით კი +10 გრადუსი იქნება. ღამით მოთოვს, ხოლო დღისით იწვიმებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system