თავში

ცვლილებები კოვიდრეგულაციებში - რა სიახლის შესახებ წერს მაია ბუწაშვილი

ცვლილებები კოვიდრეგულაციებში - რა სიახლის შესახებ წერს მაია ბუწაშვილი
ცვლილებები კოვიდრეგულაციებში - რა სიახლის შესახებ წერს მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განახლებულ რეკომენდაციებს სოციალურ ქსლეში ავრცელებს, რომელიც ვაქცინირებულ პირებს ეხება

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 8 მარტს განაახლა რეკომენდაციები კორონავირუსზე ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების წესების შესახებ.

რეკომენდაციების მიხედვით სრულად ვაქცინირებული ადამიანებისათვის კვლავ ძალაშია:

  • საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება
  • საშუალო და დიდი ზომის თავშეყრაში მონაწილეობის აკრძალვა
  • შესაბამისი სიმპტომების შემთხვევაში კოვიდზე ტესტირება
  • ცალკეული კომპანიის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულება
  • მოგზაურობისას დაწესებული შეზღუდვები
  • ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება იმ არავაქცინირებულ პირთან ერთად ყოფნის დროს, ვისაც აქვს კოვიდის გართულებების მაღალი რისკი ან ყავს მაღალი რისკის ოჯახის წევრი.
  • ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება სხვადასხვა ოჯახების არავაქცინირებულ წარმომადგენლებთან ერთად ყოფნის დროს.
  • სრულად ვაქცინირებული პირებისთვის დაშვებულია შემდეგი:• სხვა ვაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე
  • ნიღბის გარეშე ერთი ოჯახის წარმომადგენელ იმ არავაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა, რომელთაც აქვთ კოვიდ გართულების დაბალი რისკი.
  • კოვიდთან კონტაქტის შემდეგ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კარანტინის და ტესტირებისგან თავის აცილება.
  • ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system