თავში

"თუ ამ სამ წესს არ გაითვალისწინებთ, მოხდება ის, რაც მოხდა დანარჩენ სამყაროში" - VIDEO

"თუ ამ სამ წესს არ გაითვალისწინებთ, მოხდება ის, რაც მოხდა დანარჩენ სამყაროში" - VIDEO
თუ ამ სამ წესს არ გაითვალისწინებთ, მოხდება ის, რაც მოხდა დანარჩენ სამყაროში  - VIDEO

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს.

ნანა გეგეჭკორი საქართველოს მოსახლეობას ურჩევს სამი მთავარი წესი დაიცვას, რათა არ გავიმეოროთ სხვა ქვეყნების მძიმე მაგალითები.

„ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და ჰიგიენის წესები, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ცხოვრების ჩვეული წესებით, თუ ამ სამ წესს გაითვალისწინებთ, თუ არა - მოხდება ის, რაც მოხდა დანარჩენ სამყაროში და უბრალოდ, მთავრობას მოუწევს ქვეყნის გაჩერება, რაც ეკონომიკურად წარმოუდგენელი ზიანი იქნება. დაიკარგება სამსახური, გაჩერდება ბიზნესი და თქვენვე დაზარალდებით. მაქსიმალურად დაეხმარეთ ერთმანეთს და დაეხმარეთ ხელისუფლებას იმაში, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მართოს დაავადება“, - განაცხადა ნანა გეგეჭკორმა მისივე Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.

მანვე განმარტა, რომ ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. აღნიშნული ინფორმაცია, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის.

"თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს" - ამბობს გეგეჩკორი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system