თავში

თუ ამ ვაქცინას გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ, აუცილებელია ბუსტერი - ფხაკაძე

თუ ამ ვაქცინას გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ, აუცილებელია ბუსტერი - ფხაკაძე
თუ ამ ვაქცინას გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ, აუცილებელია ბუსტერი - ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ "დელტა" შტამზე "ფაიზერის" ვაქცინა 64%-ით ეფექტურია, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში კი საჭიროა ბუსტერი, ანუ მესამე დოზა"ფაიზერის" ვაქცინით.

"დელტა ვირუსზე "ფაიზერის" ეფექტურობა არის 64%. "ასტრაზენეკაც" კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, დანარჩენებზე ხომ ზედმეტია საუბარი.

თუმცა მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ აქვს ეფექტი. ჩინური ვაქცინა შეამსუბუქებს მდგომარეობას ნამდვილად. ჩინურ ვაქცინას, თუ გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ ცხვირიდან. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ თუ ვერ ჩამოაქვს სხვა ვაქცინები, 2 დოზა ჩინურის შემდეგ ბუსტერის სახით იყოს "ფაიზერი," - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system