თავში

თუ ამას მოსვენებულ მდგომარეობაშიც გრძნობთ... - როგორ უნდა მოიქცეს ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული

თუ ამას მოსვენებულ მდგომარეობაშიც გრძნობთ... - როგორ უნდა მოიქცეს ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული
თუ ამას მოსვენებულ მდგომარეობაშიც გრძნობთ... - როგორ უნდა მოიქცეს ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული

კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობით, ანუ შინ მისი მართვა შესაძლებელია, მაგრამ რასაკვირველია, არსებობენ ის რისკჯგუფები, რომლებსაც შესაძლოა დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდეთ მიმდინარეობით, მაგრამ იყვნენ რისკის მატარებლები, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რისკჯგუფებში შედიან ონკოპაციენტები, ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის მქონე პირები ამიტომ, თუნდაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მინიმალური სიმპტომების შემთხვევაში, ისინი ოჯახის ექიმთან უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ.

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან მჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო თუ სუნთქვის გაძნელებას ან გულმკერდის არეში ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაშიც გრძნობთ, როცა არაფერს აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. შინ მისაღები მედიკამენტებია – სიცხისთვის „პარაცეტამოლი“, სხვა ყველა პრეპარატი კი მეორე რიგისაა. თუ ტკივილი აწუხებს ინფიცირებულს, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ასევე, სასურველია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. თუ ადამიანს აქვს ხველა, უძნელდება სუნთქვა და არის შინ, აუცილებელია, შეეცადოს ძილის დროს დაიძინოს მუცელზე და არა ზურგზე. ეს არის სასუნთქი სისტემისა და ფილტვის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system