თავში

"თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე" - გამყრელიძე

"თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე" - გამყრელიძე
თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა, იმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს არის მოსალოდნელი. 

ეპიდემიოლოგის განცხადებით, თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღას მძიმე შედეგები ექნება.

"მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე,"– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%; სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%; 23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system