თავში

თუ არ იცრებით, საკუთარი ხარჯით გაიკეთეთ ტესტი - გამყრელიძე

თუ არ იცრებით, საკუთარი ხარჯით გაიკეთეთ ტესტი - გამყრელიძე
თუ არ იცრებით,  საკუთარი ხარჯით გაიკეთეთ ტესტი - გამყრელიძე

თუ არ იცრებით და გინდათ რესტორანში ან სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ჩაიტარეთ ტესტი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, სხვადასხვა დაწესებულებაში მხოლოდ ვაქცინირებული ან გატესტილი ადამიანები უნდა შევიდნენ. 

"რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში ან სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა შესაბამისი ტესტირებისთვის" - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაზე, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. საბჭო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system