თავში

თუ ასე გაგრძელდა სოციალური აფეთქება მოხდება - მაქარაშვილი

თუ ასე გაგრძელდა სოციალური აფეთქება მოხდება - მაქარაშვილი
თუ ასე გაგრძელდა სოციალური აფეთქება მოხდება - მაქარაშვილი

თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა აუცილებლად დადგება შიმშილის ზღვარზე და სოციალური აფეთქება მოხდება, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც გიგა მაქარაშვილმა Report.ge-ს განუცხადა , თუ ხელისუფება უახლოეს დღეებში  ქვეყანას არ გახსნის, ეს მათ ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ. 

"ფაქტია, რომ ხელისუფლება ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს ამ უაზრო რეგულაციებს, ძალიან მიზანმიმართულად კლავს ისედაც ძალიან ცუდ დღეში მყოფ ბიზნესს, არც ვიცი რა არის დარჩენილი ცოცხალი. ფაქტია, რომ თუ ასე გაგრძელდა ქვეყანა აუცილებლად დადგება შიმშილის ზღვარზე და აუცილებლად მოხდება ეს სოციალური აფეთქება, რაც ბევრი წელია ქვეყანაში არ ყოფილა. ყველაფერს ითმენს ეს ხალხი, ყველაფერს თავის თავში კეტავს, მაგრამ შიმშილს უკვე ვეღარ მოითმენს. ბევრი სხვადასხვა ჯგუფი იკრიბება და ერთ დღესაც ეს ჯგუფები აუცილებლად გაერთიანდებიან, რაც ძალიან ცუდად მიუბრუნდება ხელისუფლებას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახსნან ქვეყანა",- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system