თავში

თუ ასე მოვიქცევით, მაისში 10-20-30 შემთხვევა გვექნება - გამყრელიძე

თუ ასე მოვიქცევით, მაისში 10-20-30 შემთხვევა გვექნება - გამყრელიძე
თუ ასე მოვიქცევით, მაისში 10-20-30 შემთხვევა გვექნება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული პროგნოზით, საქართველო პირბადის ტარების მაჩვენებლით 42-დან 72 პროცენტამდე გაიზარდა.

„გუშინ წინ განახლდა კიდევ „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის“ მონაცემები. ჩვენ ისევ ვრჩებით 72 პროცენტზე პირბადის ტარების მაჩვენებლით. ეს კარგია. 45-დან ავედით 72-ზე. მაგრამ იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95 პროცენტზე, მაშინ მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30, დაახლოებით ამ ფარგლებში. ამიტომ, ეს მარტივი ღონისძიებაა, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ადამიანმა.

პირბადის სწორად ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება, მისი ყველგან ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მესიჯი გთხოვთ, ხშირად გამეორდეს. 

მოგეხსენებათ, ვაქცინით, მიუხედავად იმისა, რომ 31 მილიონი ადამიანი აიცრა ერთჯერადი აცრით, სრული, ორჯერადი აცრით ეს გაცილებით ნაკლებია, ჯერ შორს არის, რომ 7 მილიარდი ადამიანი აიცრას მსოფლიოში, რომელიც შექმნის ე.წ. კოლექტიურ, ანუ საზოგადოებრივ იმუნიტეტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system