თავში

თუ ასეთი სტატისტიკით წავედით, ჩვენი შვილები სკოლებში ვერასოდეს ივლიან - ინფექციონისტი

თუ ასეთი სტატისტიკით წავედით, ჩვენი შვილები სკოლებში ვერასოდეს ივლიან - ინფექციონისტი
თუ ასეთი სტატისტიკით წავედით, ჩვენი შვილები სკოლებში ვერასოდეს ივლიან - ინფექციონისტი

თსუ-ს პროფესორი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე ამბობს, რომ ვირუსის ცირკულაციის შესაჩერებლად მოსახლეობის 90% მაინც უნდა იყოს აცრილი.

ინფექციონისტის თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული სტატისტიკა საგანგაშოა და თუ არსებული სტატისტიკა შენარჩუნდა დასწრებულ სწავლებას საფრთხე დაემუქრება.

"მოსახლეობის 90% მაინც უნდა იყოს იმუნიზირებული ვირუსმა ცირკულაცია რომ შეწყვიტოს გარემოში. აქედან გამომდინარე, ახლა ვდგებით რეალური საგანგაშო სტატისტიკის წინაშე, კიდევ იმდენი პერიოდი დაგვჭირდეს დანარჩენი მეორე ნახევრის იმუნიზაციისთვის? ეს იქნება ძალიან ცუდი.

ვირუსს აღმოაჩნდა ისეთი თვისება, რომ გააჩნია მუტაციის უნარი. დროთა განმავლობაში იგი იცვლის თავის მოდიფიკაციას და ხდება უფრო და უფრო ძლიერი, რომლის გამოც მიმდინარეობს დაავადება მძიმედ, ვირუსი კი უფრო და უფრო სწრაფად გადამდები ხდება.

თუ ასეთი სტატისტიკით წავედით, მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩვენი შვილები სკოლაში ვერასდროს ვერ ივლიან, ეკონომიკა მთლიანად ჩამოგვენგრევა," - აცხადებს მალვინა ჯავახაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system